Thursday, December 15, 2022

სამცხე-ჯავახეთი

გუგლის კითხვარი

სამცხე - ჯავახეთის შესახებ



სამცხე-ჯავახეთი სამხრეთ საქართველოში მდებარე რეგიონია და მოიცავს სამცხის, ჯავახეთის და თორის ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ტერიტორიებს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ახალციხე. რეგიონს აქვს გამორჩეული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რაც ხელს უწყობდა საუკუნეების განმავლობაში მის ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს მოსაზღვრე სახელმწიფოებთან. სამცხე-ჯავახეთი უდიდესი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მხარეა და ბევრი ქრისტიანული თუ წინარექრისტიანული ძეგლი შემოგვინახა. ის ასევე მდიდარია მრავალფეროვანი ბუნების ძეგლებით, წიაღისეულითა და კურორტებით.                                                                                                   
ფარავნის ტბა

ისტორია


სამცხე-ჯავახეთი ისტორიული მესხეთის, იგივე ზემო ქართლის ნაწილია. მესხეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზოგადი სახელწოდებაა. ძველი ისტორიული მესხეთი მოიცავდა მტკვრის აუზის ზემო ნაწილს (სამცხე, ჯავახეთი, კოლა, არტაანი, ერუშეთი) და ჭოროხის აუზს მთლიანად (კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი, ლაზეთი, ნიგალი, ასისფორი, თორთუმი, ბასიანი). გარკვეული პერიოდი აჯარაც და გურიაც შედიოდა მესხეთის შემადგენოლბაში. ისტორიული მესხეთის დიდი ნაწილი დღეს თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია.




სამცხის სახელწოდება სამხრეთ ქართული ტომის, მესხების სახელიდან (მესხი-სამესხე-სამცხე) მომდინარეობს. მისი უძველესი ცენტრებია ოძრხე და აწყური. სამცხე XVI საუკუნის მე-2 ნახევარში დაპყრობილ იქნა თურქეთის მიერ. 1828-29 წლებში სამცხის ერთი ნაწილი დაუბრუნდა საქართველოს, ხოლო თურქეთის ფარგლებში დარჩა კუთხეები - ყველისხევი, წურწყაბი, ფოცხოვი და ჯაყისწყალი.
ჯავახეთი პირველად ურარტუს მეფის, არგიშთი I-ის წარწერაში მოიხსენება, როგორც დაპყრობილი მხარე. უძველესი დროიდანვე ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო ოყო. XVI საუკუნეში ჯავახეთი სამხრეთ საქათველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. ამ დროს ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქვეყნის შიდა რაიონებში - ქართლსა და იმერეთში გადასახლდა. ადგილზე დარჩენილებმა იძულებით ისლამი მიიღეს. XIX საუკუნის I ნახევარში ჯავახეთში კომპაქტურად სახლდებოდა თურქეთიდან დევნილი სომხური მოსახლეობა და რუსეთის იმპერიის შიდა რაიონებიდან გადმოსახლებული რუსული მოსახლეობა — დუხობორები.
სამცხე-ჯავახეთი დღემდე ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონია.




სურათის წყარო






ულტურა



კულტურული მრავალფეროვნების მხრივ სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა. აქ დღემდეა შენარჩუნებული მრავალი სახალხო დღესასწაული (შოთაობა, ვარძიობა, საფარობა, ბერიკაობა, ბერობანა, შუამთობა, ჯივანობა და ა.შ), რომლებიც გამოჩენილი პირების სახელებთან და ადგილობრივ ტრადიციებთან არის დაკავშირებული. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მესხური სამზარეულო, რომელიც განსხვავებული და ინდივიდუალურია. აქ პურის ტრადიციული სახეობების გარდა, როგორიცაა ლავაში და შოთი, აცხობენ სომინს, კაკალას, უხას, ბაზლამას და ჩაწეკილ პურს. განსხვავებულია აქაური ჩურჩხელაც, მესხები ჩურჩხელის ამოსავლებად თათარის ნაცვლად თუთის ბაქმაზს იყენებენ. საქართველოს ამ კუთხეში ტყლაპებსა და ჩირეულობას გამორჩეულ ყურადღებას უთმობენ და ფართო ასორტიმენტში თუთის ტყლაპი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. თუთის ტყლაპის გარეშე არ არსებობს არცერთი ქორწილი და დღესასწაული. სამცხე-ჯავახეთში განსაკუთრებით განვითარებული მეცხოველეობაა, ამიტომაც მათი სამზარეულო რძის ნაწარმით და ხორცის კერძებით არის მდიდარი. მესხური სამზარეულოს მწვერვალი ტენილი ყველია. იგი წარმოადგენს ნაღებში დავარგებულ ჩეჩილ ყველს, რომელსაც ქოთნით ინახავენ. აქვს ნაზი კონსისტენცია და ძალიან სასიამოვნო ნაღების არომატი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე-ჯავახეთი საქართველოში ერთადერთი კუთხეა, სადაც ლოკოკინებს საკვებად მოიხმარენ. საქართველო ღვინის ქვეყანად ითვლება. მესხეთი მეღვინეობის კუთხითაც უნდა გამოვყოთ. იგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მევენახეობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია. ვაზი აქ ზღვის დონიდან 900-1700 მეტრ სიმაღლეზე გვხვდება.
რაც შეეხება მესხურ სამოსს, ამ თემაზე ცნობები საკმაოდ მწირია. როგორც ცნობილია, მესხური სამოსი ეპოქების მიხედვით იცვლებოდა. მასზე დიდი გავლენა მოახდინა, როგორც ოსმალურმა, ისე სომხურმა კულტურამ. ქართველი ეთნოგრაფი, სერგი მაკალათია დაბალი ფენის მესხი ქალის ჩაცმულობას ასე აღწერს: "ქალები იცვამდნენ კალთიან კაბას, ნაოჭიანს და წინ გახსნილს. შიგ ეცვათ წითელგულიანი პერანგი, რომელიც ვერცხლის ღილებით იკვრებოდა. პერანგზე ატარებდნენ "ზუბუნს". კაბის საგულეს იკრავდნენ "ანდუსტით" და ვერცხლის ძეწკვით. ქალები ქვეშ ატარებდნენ გრძელ შარვალს, რომელსა ტოტი (ბოლოები) მოქარგული ჰქონდათ, ოქრომკედითა და ფერადი ძაფებით. კაბის წინ იკეთებდნენ დაჭრელებულ საფარს - "ფეტემალს". სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში მხოლოდ ქალის ტანსაცმლის და ისიც, მხოლოდ ერთი ეგზემპლარია გამოფენილი - მეცხრამეტე საუკუნის საზეიმო კაბა, რომელიც დიდგვაროვან ქალს ეკუთვნოდა.


ჯავახეტის რუკა


გეოგრაფია და კლიმატი


სამცხე-ჯავახეთი საქართველოს სამხრეთით მდებარეობს. ჩრდილოეთით მას იმერეთი და ქართლი ესაზღვრება, სამხრეთით – თურქეთი, დასავლეთით – აჭარა-გურია. რეგიონში შედის 6 მუნიციპალიტეტი: ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი ბორჯომი და ნინოწმინდა. სამ­ცხე-­ჯა­ვა­ხეთ­ში ჭარ­ბობს რე­ლი­ე­ფის ვულ­კა­ნუ­რი ფორ­მე­ბი, მათ­ვე მი­ე­კუთ­ვნე­ბა ჯა­ვა­ხე­თი­სა და სამ­სა­რის ქე­დე­ბიც, რო­მელ­თა მწვერ­ვა­ლე­ბი ტი­პი­უ­რი ვულ­კა­ნუ­რი კო­ნუ­სე­ბი­ა. რელიეფი მაქ­სი­მა­ლურ სი­მაღ­ლეს სწო­რედ სამ­სა­რის ქედ­ზე აღწევს - მთა დიდი აბული 3305 მ. მხა­რის მთა­ვა­რი მდი­ნა­რე მტკვა­რი­ა, რო­მე­ლიც თურ­ქე­თი­დან მო­ე­დი­ნე­ბა, შე­ნა­კა­დე­ბი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფო­ცხო­ვის­წყა­ლი და ფა­რავ­ნის­წყა­ლი. ჯავახეთი ძალიან მდიდარია ტბებით, აქ მდე­ბა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დე­სი ტბა ფარ­თო­ბით - ფარავანი. ზოგადად რეგიონის ლანდშაფტი და ჰავა მრაფალფეროვანია: მთაგორიანი რელიეფი, ვულკანური წარმოშობის რამდენიმე პლატო, მთის სტეპები, ალპური და სუბალპური მცენარეულობა, მრავალი ხეობა და მდინარე, დიდი და მცირე ზომის ტბები და ჭაობები. რეგიონის უმეტეს ნაწილში ზაფხული გრილია (+15 +20℃), მცირეა ატმოსფერული ნალექი და ღრუბლიანობა, არ იცის ხანგრძლივი წვიმები. ზამთარი ცივი და თოვლიანია. ზამთარი უფრო მკაცრია ჯავახეთის ზეგანზე. თოვლის საფრის სიმაღლე მაღალმთიან ნაწილში 40-50 სმ-ს აღწევს. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია კარწახის ტბაზე  -40℃.




რა ვნახოთ


სამცხე-ჯავახეთი უძველესი ისტორიული მხარეა და მას ქართული კულტურის აკვანსაც კი უწოდებენ. აქ ნახავთ უძველესი ცივილიზაციების მიერ აგებულ ციკლოპურ ციხე-ნამოსახლარებს, არქიტექტურითა თუ ფრესკული ნიმუშებით გამორჩეულ ქრისტიანულ ძეგლებს. შოთა რუსთაველის სამშობლოში მოგზაურობისას და აქაური ციხე-სიმაგრეების დანახვისას თვალწინ გაგიცოცხლდებათ ვეფხისტყაოსნისეული ქაჯეთის ციხე. მესხეთი გარდა უდიდესი კულტურული მემკვიდრეობისა, მდიდარია მრავალფეროვანი ბუნების ძეგლებით. შეგიძლიათ ესტუმროთ ულამაზეს ტბებს, დატკბეთ გრილი ხეობებითა და ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტებით, თვალი შეავლოთ უნიკალურ, მილიონობით წლის წინანდელ განამარხებულ ფლორას. სამცხე-ჯავახეთში ფრინველების, ცხოველებისა და მცენარეების კავკასიისა და საქართველოს ენდემურ სახეობებს მრავლად ვხვდებით, მათ შორის წითელ წიგნში შესულ ჯიშებსაც. ეს მხარე ნამდვილი ოქროს საბადოა ფრინველებზე დაკვირვებისთვის. რეგიონში გვხვდება ობსიდიანის, აქატის, მურა ნახშირის და პერლიტის საბადოები. აბასთუმნის ობსერვატორიიდან კი ვარსკვლავებს შეგიძლიათ დააკვირდეთ.

No comments:

Post a Comment

  პრეზენტაცია გუგლის ალბომი